ვლადიმერ პუტინი – მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ძლიერი და სუვერენული რუსეთი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლეთს ძლიერი და სუვერენული რუსეთი არ სჭირდება.
“მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო: ე.წ. კოლექტიური დასავლეთის თვალთმაქცური საუბრებისა და დღევანდელი ქმედებების უკან მტრული გეოპოლიტიკური მიზნები დგას. მათ არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ძლიერი და სუვერენული რუსეთი. არ გვაპატიებენ არც ჩვენს დამოუკიდებელ კურსს და არც იმას, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რუსეთი არ იცხოვრებს დამცირებულ მდგომარეობაში. ე.წ. კოლექტიური დასავლეთი და მეხუთე კოლონა მიჩვეულია ყველაფრის და ყველას თავისი საზომით გაზომვას. ისინი მიჩვეულნი არიან ყველაფრის გაყიდვას და ყველაფრის ყიდვას და ამიტომ ჰგონიათ, რომ ჩვენ გავტყდებით და უკან დავიხევთ, მაგრამ მათ კარგად არ იციან ჩვენი ისტორია, ჩვენი ხალხი.
მსოფლიოს ბევრი ქვეყანა შეურიგდა მოხრილ ცხოვრებას და ბატონის ყველა გადაწყვეტილებას იღებს. ასე ცხოვრობენ ბევრ ქვეყანაში, სამწუხაროდ ევროპაშიც, მაგრამ რუსეთი არასდროს იქნება ასეთ სავალალო და დამცირებულ მდგომარეობაში“, – განაცხადა პუტინმა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა