ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში მომხდარს “პატარა ინციდენტს” უწოდებს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო “პატარა ინციდენტი“.
“უკრაინაში საომარი მდგომაროება ყირიმის მიერთებისა და დონბასში კონფლიქტის დროსაც კი არ გამოუცხადებიათ. ეს კი მხოლოდ პატარა ინციდენტი იყო“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის განცხადებით, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
„უკრაინის პრეზიდენტის რეიტინგი დაბალია. ის მეხუთე პოზიციას იკავებს ამ რეიტინგში. მას მეორე ტურში გასვლის ძალიან მცირე შანსი აქვს. ამიტომ აუცილებელია რაღაცის გაკეთება, სიტუაციის დაძაბვა და ოპონენტებისთვის ისეთი ბარიერის შექმნა, რომლის გადალახვაც შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პუტინმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს