Logo

ვლადიმერ ზელენსკი – აქედან წასვლა ისევ შეგიძლიათ, უბრალოდ დაყარეთ იარაღი და წადით ჩვენი ქვეყნიდან!

უკრაინა
572
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს და რუს დედებს მიმართა.

“უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს, დაჭრილები კი გაცილებით მეტი არიან, მაგრამ ჩვენ არცერთი მათგანი აქ არ მოგვიწვევია. და ყოველ ოკუპანტს გავუმეორებთ, რომ აქედან წასვლა ისევ შეგიძლიათ, უბრალოდ დაყარეთ იარაღი და წადით ჩვენი ქვეყნიდან! წადით სახლში! 

უკვე იმდენი ტყვე გვყავს, რომ დამატებით ახალი სტრუქტურის შექმნა მოგვიწია. ათასობით დატყვევებულ და საკუთარი ნებით ჩაბარებულ რუს სამხედროს, ჟენევის კონვენციის შესაბამისად ვექცევით. 

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაუჯეროთ თქვენი მთავრობის დაპირებებს, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ საომრად აგზავნიან, არ გაწიროთ ისინი არც სასიკვდილოდ და არც ტყვედ ჩასავარდნად. 

მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა რუსეთის მოქალაქეების მიმართ ბოროტი ზრახვები. მათ არ სურდათ რამე დაეშავებინათ რომელიმე მოქალაქისთვის, სანამ მათმა მთავრობამ მეზობელი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას ომი არ დაუწყო. არავის არ უნდოდა, რომ ჩვეულებრივი რუსული ცხოვრება, უკან, 90-იანებში დაებრუნებინა. ასე იხსენებდით ბნელ 90-იან წლებს, სიღარიბის პერიოდს. 

შესაძლებელია, პროპაგანდისტების წყალობით, რუსეთის მოქალაქეების უმტესობას ჯერ კიდევ არ ესმის, რა ელოდება. თუმცა, კრემლს ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ეს ძალიან კარგია. მთავრობას ყველაფერი დეტალებში ესმის და ძალიანაც ეშინია. ზუსტად ამიტომ, ისინი ყველა თავისუფალი მედიასაშუალების დახურვას ცდილობენ. 

მივმართავ მოაზროვნე რუსებს, მოძებნეთ სანდო ინფორმაციის წყარო და მოგიწოდებთ, მოარიდეთ თქვენი ტელეფონები ქუჩაში მყოფ ძალოვნებს. ისინი აპირებენ თქვენი ტელეფონებისა და ლეპტოპების შემოწმებას. ისწავლეთ თქვენი ხელისუფლების გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მოაზროვნე ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან, მათ შორის რუსეთშიც”, – განაცხადა ზელენსკიმ. 

Advertisement