ვლადიმერ ზელენსკი – ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს
უკრაინა
18.03.2022 / 17:03


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში მიიღებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
“გვქონდა საგნობრივი საუბარი ევროკომისიის ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ევროკომისიის პოზიცია ევროკავშირში უკრაინის მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით რამდენიმე თვეში იქნება ჩამოყალიბებული“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი