ვლადიმერ ზელენსკი – მე მაქვს საჭიროება, მე უნდა დავიცვა ჩვენი ცა, მეტისმეტს ვითხოვთ?


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა.
“მე მაქვს პატივი, მოგესალმოთ მამაცი უკრაინელი ხალხის სახელით, თავისუფლებამოყვარული უკრაინელების სახელით, რომლებიც 8 წელია რუსულ აგრესიას ებრძვიან, სწირავენ თავიანთ შვილებს, რათა რუსული სრულმასშტაბიანი მიმდინარე აგრესია შეაჩერონ. უკრაინის ბედი ახლა წყდება, ახლა ირკვევა ვიქნებით თუ არა თავისუფალი დემოკრატია. რუსეთმა არამარტო ჩვენ შემოგვიტია, არამედ ჩვენს ღირებულებსაც, ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს – ტანკებითა და თვითმფრინავებით. ისინი ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვას ებრძვიან, ჩვენს ეროვნულ ოცნებებს, ისეთს, როგორიც თქვენ გაქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის ცის დაკეტვის მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა.
“თქვენ დიდებულ ისტორიაში გაქვთ ისეთი მომენტები, რომლებიც გაძლევენ უფლებას და საშუალებას გაუგოთ უკრაინელებს, გაიგოთ რას ვგრძნობთ დღეს.
თქვენ გახსოვთ ალბათ, 1941 წლის 7 დეკემბრის, პერლ ჰარბორის საშინელი დილა, როცა თავს დაგესხნენ თვითმფრინავებით;
ალბათ, გახსოვთ 2001 წლის 11 სექტემბერი, როდესაც თქვენ ტერიტორიაზე შემოიჭრა თვითმფრინავები და უდანაშაულო ხალხს დაესხნენ თავს მაშინ, როდესაც ამას არავინ ელოდა და თქვენ ეს ვერ გააჩერეთ.
ასეთივე გამოცდილება აქვს ჩემს ქვეყანას ყოველ წამს, ყოველ წუთს უკვე 3 კვირის განმავლობაში. ცა გახდა სიკვდილის წყარო. რუსულმა ჯარმა უკვე ჩამოყარა 1000 ჭურვი. ისინი ცდილობენ ამ ჭურვების გამოყენებით დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ველოდებით პასუხს, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა. მე მაქვს საჭიროება, მე უნდა დავიცვა ჩვენი ცა. მეტისმეტს ვითხოვთ? თუ ასეა, ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას. თქვენ იცით, როგორი თავდაცვის სისტემები გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს