Logo

ვლადიმერ ზელენსკი – მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომელიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში

უკრაინა
1411
Frontnews image description

ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომელიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ  განაცხადა.

“რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება არის მოსკოვის ახალი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამ გადაწყვეტილებით რუსეთმა იურიდიული საფუძველი შექმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასაგრძელებლად.

 

რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მსოფლიოსთვისაც. დღეს უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც არის უკრაინა. ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორება, რომელიც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement