ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა ევროკავშირს ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით უნდა შეუერთდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
“მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნლებივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურის საშუალებით. ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორების, რომ ისინი ჩვენ გვერდით დგანან, თუმცა ჩვენი მიზანია ყოფნა ყველა ევროპელთან ერთად და მოწოდების დონეზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველამ ეს დავიმსახურეთ.
პრეზიდენტობის კანდიდატი როცა ვიყავი, ვთქვი, რომ თითოეული ჩვენგანი პრეზიდენტია, რადგან ჩვენ, ყველანი ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენი ლამაზი უკრაინისთვის. ახლა კი ისე მოხდა, რომ თითოეული ჩვენგანი მეომარია. მეომარი თავის ადგილას. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი გაიმარჯვებს. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა