ვლადიმერ ზელენსკი – უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სრული გამარჯვება მოიპოვა


ავტორი
Front News საქართველო
ჰააგაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არც ერთმა სამხედრო დანაყოფმა, ორგანიზაციამ თუ ცალკეულმა პირმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კონტროლს ექვემდებარებიან, არ უნდა განაგრძონ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, ასევე აგრესიის ესკალაცია“.
ბრძანებაში სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, შექმნილი ვითარების გართულება და მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენება.
სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა.
“უკრაინამ გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმეში სრული გამარჯვება მოიპოვა. სასამართლომ დაავალა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინაში შეჭრა. ბრძანება სავალდებულოა რუსეთისთვის საერთაშორისო სამართლის მიხედვით. გადაწყვეტილების იგნორირება რუსეთს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში ჩააყენებს”, – წერს ზელენსკი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს