ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
“რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, მე გავმართე საგანგებო კონსულტაციები ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან და მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა“ , – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
სხდომა კიევის დროით 20:00 საათზეა დანიშნული.
რუსული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბრები გამართეს ვლადიმერ პუტინთან. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა შოლცი და მაკრონი საქმის კურსში ჩააყენა, რომ აპირებს, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწეროს.
პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღეს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარების საკითხი განიხილა. გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი თბილისის დროითი 23:00 საათზე გამოაცხადებს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი