
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მაროკოსა და საქართველოდან ელჩები გაიწვია. მისი განცხადებით, „დიპლომატიური ფრონტი“ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.
“დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მაროკოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ. ასევე დაბრუნდა ელჩი საქართველოდან. მთელი პატივისცემით, თუ არ იქნება იარაღი, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ მოძებნოთ ახალი სამსახური“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში კონკრეტულ შედეგებს ელის ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკის ქვეყნებში უკრაინის ელჩებისა და სამხედრო ატაშეების მუშაობისგან.
“დიპლომატიური ფრონტი ერთ-ერთი მთავარი ფრონტია. და იქ ყველამ უნდა იმუშაოს რაც შეიძლება ეფექტურად, რათა გაიმარჯვოს და დაეხმაროს ჯარს. როგორც ბრძოლის ველზეა ყველა დამცველი, ისე უნდა იყოს ყველა ელჩი დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ 1 მარტს განაცხადა.
მიზეზად რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების “ამორალური პოზიცია”, ასევე უკრაინაში საბრძოლველად წამსვლელი მოხალისეებისთვის ხელისშეშლა დაასახელა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს