Logo

ვოლკერი – ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგია

პოლიტიკა
823
Frontnews image description

ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგია, – ამის შესახებ  “ამერიკის ხმასთან ” ინტერვიუში ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელები არსებობს ამ ხელისუფლებასა და უკრაინასთან მიმართებით, როცა იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, რომ არ მიეღო ევროკავშირისგან ასოცირების სტატუსი, რამაც მაიდანზე უკრაინელების პროტესტი გამოიწვია.

“ეს არის ქართველი ხალხის შეცდომაში შეყვანის მართლაც განმაცვიფრებელი და თავხედური ძალისხმევა. მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კვლავ აპირებდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უამრავი გაყალბების მიუხედავად, ამომრჩევლების ამდენი ხმა მიიღეს. ახლა კი გამოხვიდე და თქვა – არა, ჩვენ არ ვაპირებთ ამა თუ იმ საქმის გაკეთებას –  ეს არის ქართველი ხალხის სრული შეცდომაში შეყვანა.

ვფიქრობ აშშ-ისა და ევროკავშირის მოვალეობაა, გააკეთონ მკაფიო განცხადება – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების ვალიდურობას.

ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებების და ქმედებების შედეგია – როგორც არჩევნების გაყალბება, ასევე საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება.

ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, სანქციების მზარდი საფუძველი არსებობს.

პარალელები მართლაც არსებობს. იანუკოვიჩმა გადაწყვიტა, არ მიეღო ევროკავშირისგან ასოცირების სტატუსი, რამაც მაიდანზე უკრაინელების პროტესტი გამოიწვია იმით, რომ მან ძალა გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ”, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

Advertisement