
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან სულელური განცხადებაა, თითქოს ამერიკას საქართველოში ომი უნდა. ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ის, თუ რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ახლა, – ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უწყვეტად ესხმის თავს აშშ-ს.
“ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ის, თუ რა ეტაპზეა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ახლა. ახლა გვაქვს მდგომარეობა, რომ საქართველოს მთავრობა უწყვეტად ესხმის თავს შეერთებულ შტატებს და დისტანცირდება შტატებისგან. ეს ჩემი აზრით, უფრო მეტად საშინაო ნარატივის ნაწილია, რომელსაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებენ. ძალიან სულელური განცხადებაა თითქოს ამერიკას საქართველოში ომი უნდა.
საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, ეს პარტია არ არსებობს. ომი პუტინის გარდა არავის უნდა, თუ ომის დასრულება გინდათ, მაშინ ეს ვლადიმირ პუტინს უნდა უთხრათ, რადგან ის არის ერთადერთი, ვინც ომს იწყებს და აგრძელებს”, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.
თაგები:
კურტ ვოლკერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს