ვუჩიჩი - ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ, "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა

ავტორი
Frontnews საქართველო
Ipsos/CeSID-ის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია "სტუდენტური სია" 52%-ით ლიდერობს, ალექსანდრ ვუჩიჩის "სერბეთის პროგრესულ პარტიას“ კი 39.3% აქვს.
ამავე შედეგების მიხედვით, „სტუდენტური სია“ სერბეთის ახალ, 250-ადგილიან პარლამენტში 138 ადგილის მოპოვებას შეძლებს, ვუჩიჩის პარტია კი 104 ადგილის.
სერბეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდარ ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა.
"შერჩევითი მონაცემების საფუძველზე ნათელია, რომ ეს არჩევნები წავაგეთ. "სტუდენტურმა სიამ" გაიმარჯვა – მათ 135-დან 140-მდე მანდატი ექნებათ, ჩვენ კი –დაახლოებით 105", – განაცხადა ვუჩიჩმა.
არჩევნების სადამკვირვებლო ჯგუფის, CRTA-ს უახლესი პროგნოზით, 19:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე აქტივობამ 67.8% შეადგინა, რაც 2023 წლის არჩევნებზე 13-14%-ით მეტია.
ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სტუდენტების მიერ ორგანიზებული ორწლიანი პროტესტის ფონზე ჩანიშნა.
სერბეთში საპროტესტო აქციები 2024 წელს ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
ალექსანდრ ვუჩიჩი




