Logo

ზაალ ანჯაფარიძე - რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ

პოლიტიკა
94
Frontnews
ზაალ ანჯაფარიძე - რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის გაფართოების ანგარიშსა და საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის რიტორიკა შედარებით შერბილებულია და იკვეთება მიდგომა, რომ ბრიუსელი არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებას და მომავალი არჩევნების შედეგების დალოდებას აპირებს.

ანჯაფარიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ ევროკავშირმა გარკვეული ზეწოლა განახორციელოს.

"ევროკავშირის გაფართოების ანგარიშიდან საქართველოს შესახებ და ევრობიუროკრატების განცხადებებიდან ჩვენს ქვეყანაზე, ორი ჩემი აზრით საგულისხმო მომენტი დავიჭირე. 

1/ მათი ტონი შედარებით შერბილებულია და რჩება შთაბეჭდილება, რომ აპირებენ არსებული მდგომარეობა გაყინონ და მომავალ არჩევნებს დაელოდონ. მანამდე არ მგონია რამე მძიმე სადამსჯელო ღონისძიებები დაგვიწესონ. შეიძლება არჩევნების წინ გვიკბინონ...

2/ ევრობიუროკრატია საკუთარი "მუნდირის ღირსებას" იცავს და არ ცვლის იმ მოთხოვნებს (მაგ. მოსამართლეების დანიშვნა უცხოელების მიერ) რაზედაც ჩვენგან მკაფიო უარი მიიღეს, სამართლიანად.

ვფიქრობ, რომ ეს გაჭიანურებული და მრავალტაიმიანი პოლიტიკური პინგ-პონგი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება... სტრატეგიული გადაწყვეტილებებია მისაღები“, - წერს ანჯაფარიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები