Logo

ზაალ ანჯაფარიძე - საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს

პოლიტიკა
315
Frontnews
ზაალ ანჯაფარიძე - საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს

ფორუმზე "Prosperity through Peace, Investing in TRIPP" შეიკრიბება აშშ-ის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა - ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა რასაც ნიშნავს, ყველა გონიერი ადამიანი ხვდება, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

“საქართველოს შიდა თუ გარე მტრების მიერ ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის მცდელობების მიუხედავად, ეს მცდელობაც თავზე ენგრევათ, როგორც მიწისძვრის დროს იცის ხოლმე.

საქართველოს დელეგაცია ოფიციალურად არის მიწვეული ძალიან მაღალი დონის ფორუმზე ვაშინგტონში 25-26 სექტემბერს.

ფორუმზე "Prosperity through Peace, Investing in TRIPP" (საუბარია "ტრამპის მარშრუტზე" სამხრეთ კავკასიაში) შეიკრიბება აშშ-ს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტა.

ამ ფორუმზე საქართველოს ოფიციალურად მიწვევა კი რასაც ნიშნავს, ვფიქრობ ყველა გონიერი ადამიანი ხვდება და დამატებით ახსნა განმარტებას არ საჭიროებს.

ასე რომ იქნება ჩვენს ქუჩაზეც დღესასწაული!” - წერს ანჯაფარიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები