ზაჰესის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესის დასახლებაში, გმირ ქართველ არტილერისტთა სახელობის ხიდზე გეგმური სამუშაოები იწყება.
“აღნიშნულ ტერიტორიაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია განხორციელდება და დაზიანებული ფრაგმენტები აღდგება.
დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 21 მარტის 23:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, ხიდზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


აღმაშენებლის ხეივანში, “გუდვილის” მიმდებარე ხიდზე ორი კვირის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

17 იანვრიდან “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ორი თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედანზე და “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება