ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ავტორი
Front News საქართველო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მისივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ატომური ენერგიის მსოფლიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარს სახიფათო და მნიშვნელოვანი აღჭურვილობა არ დაუზიანებია.
მისივე ცნობით, ელექტროსადგურზე რადიაციის მაჩვენებლებში ცვლილებები არ შეინიშნება.
ხანძარი გვიან ღამით რუსეთის მხრიდან დაბომბვის გამო მოხდა.
თაგები:
უკრაინა




