ზაპოროჟიეში ხუთსართულიან შენობაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა, 12 ადამიანის ბედი კვლავ უცნობია

ავტორი
Frontnews საქართველო
ზაპოროჟიეში ხუთსართულიან შენობაზე რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ხალხი ნანგრევების ქვეშ კვლავ რჩება, - ინფორმაციას Front News Ukraine ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, ზაპოროჟიეში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. მათ შორის სამი ბავშვია. დაშავდა კიდევ 16 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაშავებულთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენების უმეტესობა კი საშუალო სიმძიმის.
კიდევ 12 ადამიანის ბედი უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
10 ოქტომბრის დილით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, პირდაპირი მოხვედრის შედეგად ხუთსართულიანი კორპუსის სადარბაზო ნაწილობრივ დაინგრა: კონსტრუქციები მეორე სართულის დონეზე ჩამოიშალა. დაზიანდა მახლობლად მდებარე სხვა საცხოვრებელი სახლებიც.





