Logo

ზაზა ბიბილაშვილი - ამ რკინიგზის გახსნა იქნება ყველაფერთან ერთად აფხაზეთის დე ფაქტო აღიარება

პოლიტიკა
271
Frontnews image description

ამ რკინიგზის გახსნა იქნება ყველაფერთან ერთად აფხაზეთის დე ფაქტო აღიარება, -  ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ენგურს გადაღმა და ენგურს გადმოღმა საქართველოს დღეს, სამწუხაროდ, აკონტროლებს რუსეთი. 

"ამ რკინიგზის გახსნა იქნება ყველაფერთან ერთად აფხაზეთის დე ფაქტო აღიარება, რკინიგზის გახსნაზე კი ბიძინა ივანიშვილი წლებია, საუბრობდა. ამ კონტექსტში ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ გალში გაატარეს ე.წ. საბაჟო მშენებლობა ენგურს გადაღმა ტერიტორიაზე, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რომ აუქმებენ სოხუმის უნივერსიტეტს, ასევე უნდა განვიხილოთ ის ე.წ. ბოდიშების კამპანია, რომელიც 2024 წელს შოკის მომგვრელად შესთავაზა მთელ საქართველოს ივანიშვილმა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს იმიტომ, რომ  ენგურს გადაღმა და ენგურს გადმოღმა საქართველოს დღეს, სამწუხაროდ, აკონტროლებს რუსეთი", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა. 

რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, აღნიშნულს კი საქართველოს რკინიგზა უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს რამეზე საუბარი არ არის.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები