Logo

ზაზა ბიბილაშვილი - ამით საქართველოში მთავრდება არა მხოლოდ პარტიული პოლიტიკა, არამედ ზოგადად, პოლიტიკა

პოლიტიკა
270
Frontnews
ზაზა ბიბილაშვილი - ამით საქართველოში მთავრდება არა მხოლოდ პარტიული პოლიტიკა, არამედ ზოგადად, პოლიტიკა

ჩავთვალოთ, რომ ამით საქართველოში სრულდება ეპოქა, ამით საქართველოში მთავრდება არა მხოლოდ პარტიული პოლიტიკა, არამედ ზოგადად, პოლიტიკა, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქმიანობა აეკრძალება, პრაქტიკულად, ყველას, ვისაც ბოლო 14 წლის განმავლობაში კრიტიკული აზრი გამოუთქვამს. 

"ჩავთვალოთ, რომ ამით საქართველოში სრულდება ეპოქა, ამით საქართველოში მთავრდება არა მხოლოდ პარტიული პოლიტიკა, არამედ ზოგადად, პოლიტიკა, ვინაიდან ჩათვალეთ, რომ ამ პროცესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალება, პრაქტიკულად, ყველას, ვისაც ბოლო 14 წლის განმავლობაში კრიტიკული აზრი გამოუთქვამს.

საქართველოში დიდი ხანია, გაუქმებულია სასამართლო, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენ ვხედავთ, რომ დაჩქარებული წესით მიმდინარეობს დავალების შესრულება. აბსურდის მოწმე ვართ ყოველდღიურად", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების თაობაზე სასამართლო სხდომები დღეიდან განახლდება. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები