Logo

ზაზა ბიბილაშვილი - ეს არანაირი რეფორმა არ არის, ეს არის განათლების პოლიტიკური კონტროლის გეგმა

პოლიტიკა
169
Frontnews image description

ეს არანაირი რეფორმა არ არის, ეს არის განათლების პოლიტიკური კონტროლის გეგმა, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლად მოაზროვნეებს, ინტელექტუალურად სხვა ფლანგზე მდგომებს გაყრიან უნივერსიტეტებიდან და მორჩილებს დააჯილდოებენ გაზრდილი ხელფასით.

"ეს არანაირი რეფორმა არ არის, ეს არის განათლების პოლიტიკური კონტროლის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში განათლების სისტემა მთლიანად უნდა კონტროლდებოდეს პოლიტიკური სისტემის მიერ და ვინც ამას არ დაემორჩილება, ისინი უბრალოდ აღარ იქნებიან ამ სისტემაში.

ის ე.წ. ოპტიმიზაცია ამის მანიშნებელია. თავისუფლად მოაზროვნეებს, ინტელექტუალურად სხვა ფლანგზე მდგომებს გაყრიან უნივერსიტეტებიდან და მორჩილებს დააჯილდოებენ გაზრდილი ხელფასით, ეს კი პოლიტიკური მიზნით იქნება, რა თქმა უნდა", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები, რასაც პროფესორები მიიღებენ სხვადასხვა საქმიანობისთვის.

"ყველა მიმართულებას უნდა ჰყავდეს ერთი ლიდერი, ერთი ხელმძღვანელი, ერთი სრული პროფესორი, რომელთან ერთადაც იმუშავებს 2-3 ასოცირებული პროფესორი და 10-ზე მეტი ასისტენტ-პროფესორი და სწორედ ასე უნდა ჩამოყალიბდეს უნივერსიტეტებში პროფესორ-მასწავლებელთა ძირითადი ბირთვი და ეს პროცესი მოგცემს ჩვენ, მათ შორის უკეთესი პირობების შექმნის შესაძლებლობას პროფესორ-მასწავლებლებისთვის.

რაც შეეხება სხვა პედაგოგებს, მათ შეიძლება, ჰქონდეთ კონკრეტული სტატუსები, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში უნდა იყვნენ დასაქმებული საათობრივ საწყისებზე და ბევრად უფრო მცირე ანაზღაურებით. აქცენტი უნდა გაკეთდეს სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Advertisement