Logo

ზაზა ბიბილაშვილი - ეს პოლიტიკური კითხვაა და ვერ იქნება პარტიის აკრძალვასთან შემხებლობაში

პოლიტიკა
43
Frontnews
ზაზა ბიბილაშვილი - ეს პოლიტიკური კითხვაა და ვერ იქნება პარტიის აკრძალვასთან შემხებლობაში

ეს პოლიტიკური კითხვაა და ვერ იქნება პარტიის აკრძალვასთან შემხებლობაში. თუ ვიტყვით რომ ვაღიარებთ, იტყვიან გვაღიარესო, თუ ვიტყვით რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წავალთ ციხეში, ბოდიში, მაგრამ ეს მარტივი მახეა, - ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესის მთავარი მიზანი ის არის, რომ ყველაზე სამართლებრივი მეთოდებით გადაწყდეს ის საკითხები, რომელიც, წესით, უნდა გადაწყდეს პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში.

"ეს არის პოლიტიკური საკითხი, ეს კითხვა არ არის რელევანტური. ამ პროცესის მთავარი მიზანი ის არის, რომ ყველაზე სამართლებრივი მეთოდებით გადაწყდეს ის საკითხები, რომელიც, წესით, უნდა გადაწყდეს პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში. კითხვა იმის შესახებ, არის თუ არა ხელისუფლება ლეგიტიმური, ერთგვარი მახეა, კომისია შეიქმნა, რამდენად კანონდარღვევით შეიქმნა კომისია ვიცით და კიდევ ვისაუბრებთ და ამ კომისიაზე ვინც მივიდა, უთხრეს, გვაღიარეთო, ვინც არ მივიდა - ისინი დაიჭირეს. ეს რანაირი მიდგომაა, რანაირადაა სახელმწიფოსთვის და პარლამენტისთვის დამახასიათებელი და პარლამენტარიზმის შესაბამისი, ან იმ პროცესთან შესაბამისი, რომლის ნაწილიც, ფორმალურად მაინც ვართ. ეს პოლიტიკური კითხვაა და ვერ იქნება პარტიის აკრძალვასთან შემხებლობაში. თუ ვიტყვით რომ ვაღიარებთ, იტყვიან - გვაღიარესო, თუ ვიტყვით რომ არ ვაღიარებთ - მაშინ წავალთ ციხეში. ბოდიში, მაგრამ ეს მარტივი მახეა.

დღეს ჩვენ ვისმენთ იმ ადამიანის მხრიდან, რომელმაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ორჯერ ანდო ამ ქვეყნის ბედი, რომელიც 5 წელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის ამბობს, რომ არის - "კენგურუს მართლმსაჯულება", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები