ზაზა დიასამიძე - ხელვაჩაურში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მომდევნო წლებში ყველა სოფელს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე მოსახლეობასთან წინა საარჩევნო შეხვედრების დროს განვლილ ოთხ წელს აჯამებს და ადგილობრივებს უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრება.
„ხელვაჩაურში წყლის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მომდევნო წლებში ყველა სოფელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სოფლების ცენტრების კეთილმოწყობა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით უკვე მოწესრიგებულია 11 თემის ცენტრალური სივრცე, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
ზაზა დიასამიძის მერობის პერიოდში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები - აშენდა და რეაბილიტირდა 10 საბავშვო ბაღი, 4 სკოლა და 12 საფეხბურთო მოედანი; მოეწყო 6 ადმინისტრაციული ცენტრი და 25 სკვერი; საგრძნობლად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო პოლიტიკა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკომიგრანტების საცხოვრებელ პირობებს. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 3 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც 325 ოჯახი თანამედროვე, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში იცხოვრებს.
თაგები:
ხელვაჩაური

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს