ზაზა გოგავა – რუსეთი იგივე სცენარით მოქმედებს, რაც 2008 წელს გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ახლა ერთი ცვლილებაა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი იგივე სცენარით მოქმედებს, რაც 2008 წელს გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა ახლა ერთი ცვლილებაა, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ განაცხადა.
მისი თქმით, 2008 წელს თუ დასავლეთის დასავლეთი ქმედება პოსტ ფაქტუმ იყო, ახლა ის პრევენციულ ზომებს მიმართავს, რათა ომი თავიდან აირიდოს.
“რუსეთის ქმედება ლოგიკურად რთული გამოსაცნობია. ყველა ანალიტიკოსი და სპეციალისტი, ვინც კი რუსეთზე მუშაობს, ამბობს, რომ მათ ლოგიკა არ გააჩნიათ, მაგრამ ერთი კია, ისინი არ ცვლიან მოქმედების სცენარს. სცენარი, რომელიც მათ წარმატებულად მიაჩიათ, მათი გადმოსახედიდან, საქართველოში წარმატებულად შეასრულეს, იგივე სცენარით მოქმედებდნენ შემდეგ 2014 წელს, იგივე სცენარის შესრულებას მიყვებიან ახლაც, 2022 წელს, მაგრამ ცვლილება ერთია, – 2008 წელს ცივილიზებული სამყაროს, დასავლეთის და ჩვენი ყველაზე დიდი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის, აშშ-ის მოქმედება იყო სტატუს ქვოს შემდეგ, ახლა მოქმედება არის პრევენციული. სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ ის უბედურება, რასაც ომი ქვია, არ დაიწყოს. ცივილიზებული სამყროს დახმარება წაქეზება კი არაა უკრაინის, გვერდით დგომაა, ღიად ჩვენება, რომ ამას უკვე აღარ გაატარებს თანამედროვე სამყარო”, – განაცხადა ირაკლი გოგავამ „ტვ პირველის” ეთერში.
თაგები:
უკრაინა




