Logo

ზელენსკი - არ შეიძლება უკრაინის ბედის გადაწყვეტა მისი მონაწილეობის გარეშე

უკრაინა
140
Frontnews
ზელენსკი - არ შეიძლება უკრაინის ბედის გადაწყვეტა მისი მონაწილეობის გარეშე

უკრაინის ბედის მისი ზურგს უკან გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგან მსგავსი მოლაპარაკებები არაპროდუქტიული და წინასწარვე წარუმატებლობისთვისაა განწირული. სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მისი მონაწილეობის გარეშე ვერ განიხილება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN Türk-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დასრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება ექსკლუზიურად იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს მიღწეული, სადაც კონფლიქტის უშუალო მხარეები იმყოფებიან.

"ეს შეუძლებელია. უკრაინის ბედი უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ეს უსამართლო იქნებოდა და არანაირ შედეგს არ მოიტანდა. ალოგიკურია ქვეყნის ბედზე მოლაპარაკებების წარმოება თავად ამ ქვეყნის დასწრების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, მსგავსი მცდელობები წარსულში სხვა ლიდერების მხრიდან უკვე იყო, თუმცა მათ არანაირი შედეგისთვის არ მიუღწევიათ.

პრეზიდენტმა ასევე შეახსენა ყველას რუსეთის თავდაპირველი სამხედრო მიზნების მიუღწევლობა, მიუხედავად მისი, როგორც დიდი სახელმწიფოს სტატუსისა და გეგმებისა, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დაეპყრო.

"რუსეთი, მაგალითად, თავს დიდად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ უკრაინას სამ დღეში დაიპყრობდა. ახლა ჩვენ ომის მეხუთე წელში შევდივართ. ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი უკრაინის დაპყრობას ვერ ახერხებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, არცერთ გარე სახელმწიფოს არ აქვს უფლება განიხილოს სუვერენიტეტის კრიტიკული საკითხები, რომლებიც ექსკლუზიურად დამოუკიდებელი უკრაინის შიდა საქმეებს ეხება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები