ზელენსკი – არ უნდა მივცეთ საშუალება ხალხს, რომ ეს ომი დაივიწყონ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომმა შესაძლოა, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს და გავლენა იქონიოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის შემდგომ დახმარებაზე.
“ჩვენ უკვე ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში მომხდარი ტრაგედიის გამო საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანის შედეგებს. ამას მხოლოდ ბრმები ვერ ხედავენ”, – განაცხადა ზელენსკიმ AP News-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინელებს ესმით, რომ “ჩვენ ასევე უნდა ვიბრძოლოთ ყურადღებისთვის სრულმასშტაბიანი ომისკენ”.
“ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ხალხს, რომ ეს ომი დაივიწყონ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ფოკუსის ასეთმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს უკრაინის ეკონომიკური და სამხედრო დახმარების შემცირება. ამავდროულად, ამ შიშის შესამცირებლად ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები განაგრძობენ კიევში ვიზიტებს ისრაელში 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერაქტების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყურადღების ცვლა მას კვლავ აწუხებს.
“ხედავთ, ყურადღება უდრის დახმარებას. არ არის ყურადღება, არ არის დახმარება. ჩვენ ვიბრძვით თითოეული ყურადღებისთვის. ყურადღების გარეშე შეიძლება სისუსტე წარმოიშვას ამერიკის კონგრესში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს