ზელენსკი - აშშ უკრაინასა და რუსეთთან ახალ მოლაპარაკებებს გეგმავს

ავტორი
Frontnews საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდი განწყობილია, რომ უკრაინასა და რუსეთთან ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებები შობამდე, ანუ 25 დეკემბრამდე გამართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ტექნიკური შეხვედრები გაიმართება, რომელთა მთავარი მიზანი მომავალი მოლაპარაკებების შინაარსისა და შედეგის შემუშავებაა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის შეთანხმება, თუ სად და როდის ჩატარდება სამმხრივი შეხვედრა, თუმცა ვაშინგტონმა უკვე მიანიშნა, რომ მისი გამართვა შობამდე სურს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ამ შეთავაზებას დათანხმდა. ის დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მალე იქნება მიღწეული შედეგები, მით უკეთესი.
რაც შეეხება უკრაინის მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, თეთრ სახლს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ეს მართლაც შესანიშნავი ლოკაციაა ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ლიდერმა შესთავაზა ტრამპის გუნდს, ოფიციალურად მიეწვია უკრაინა G20-ზე.
"ჯერჯერობით მიწვევა არ მიგვიღია, თუ მივიღებთ, უპირობოდ დავესწრებით. შესაძლოა, G20-ის სამიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრაც გაიმართოს, დარწმუნებული ვარ, რომ კი. გვსმენია, რომ ზოგიერთი კონგრესმენი უარყოფითად უყურებს იმ ფაქტს, რომ ტრამპმა პუტინი მიიწვია, მაგრამ თუ ტრამპი უკრაინასაც მიიწვევს, ეს სულ სხვა ამბავია, რადგან სამმხრივ შეხვედრას ყველა დაუჭერს მხარს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




