ზელენსკი – ჩინეთმა ოფიციალურად იცოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში თავისი მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ


ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთმა იცოდა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს თავისი მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის ჰკითხეს, არის თუ არა ცნობილი, რა მოტივაცია ჰქონდათ ჩინელებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასევე, არიან თუ არა ისინი დაქირავებულები, თუ მათი ქმედებები პეკინის პოლიტიკაა.
“ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. ამაზე უკრაინის უშიშროების სამსახური იმუშავებს. ჩვენ უბრალოდ ვაფიქსირებთ, იმ მონაცემებისა და დეტალების წყალობით, რაც გვაქვს, რომ ჩინეთმა ოფიციალური წარმომადგენლობების დონეზე იცოდა ამის შესახებ”, – უპასუხა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ჯერ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვინმემ შესაბამისი ბრძანება გასცა.
“მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მათ იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ესენი არიან ჩინეთის მოქალაქეები, ისინი იბრძვიან ჩვენ წინააღმდეგ, იყენებენ იარაღს უკრაინელების წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიაზე. მათი მოტივაცია ფულია თუ არა, პოლიტიკა თუ ასე შემდეგ, ჯერ არ ვიცი. მაგრამ ეს გახდება ცნობილი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ჩინელი ჯარისკაცები უკრაინამ ტყვედ 8 აპრილს აიყვანა.


ზელენსკი – რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

შალვა ნათელაშვილი – ივანიშვილის რეჟიმი პუტინისა და ლუკაშენკოს მოკავშირეა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ზელენსკი – შეუძლებელია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის “გაყინვის” დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში 2028 წელს კრიტიკული მომენტი დადგება