ზელენსკი - ჩვენ ომს არ ვაგებთ, მაგრამ ხალხს ვკარგავთ

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინა ომს რუსეთთან არ აგებს, მაგრამ მისი სწრაფად დასრულების მომხრეა, რადგან ეს კონფლიქტი ყველაზე ძვირფასს - ადამიანების სიცოცხლეს იწირავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოსლოში უკრაინის, ევროპისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტებმა ზელენსკის ჰკითხეს დათმობების და იმის შესახებ, აგებს თუ არა ამჟამად რუსეთთან ომს.
პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დისკუსიები „დელიკატურ“ საკითხებზე იყო ორიენტირებული, თუმცა მას სურს "ძალისხმევა გაიღოს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“ და მომავალ მოლაპარაკებებზე რეკონსტრუქციაზე გაამახვილოს ყურადღება.
ზელენსკი აცხადებს, რომ „უკრაინა ომს არ აგებს“.
"მაგრამ ჩვენ ადამიანებს და დროს ვკარგავთ, რადგან ჩვენს შვილებს არ აქვთ ნამდვილი ცხოვრება, ბავშვობა. სწორედ ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




