Logo

ზელენსკი – დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩი გახდება

უკრაინა
944
Frontnews image description

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩი გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“მან ზუსტად ეს ხედვა მითხარი საკუთარი სამომავლო საქმიანობის. ჩვენთვის მოლდოვა უაღრესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა – როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ასევე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

26 მარტს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ალექსანდრე ლიტვინენკო და ამ თანამდებობაზე ოლეგ ივაშჩენკო დაინიშნა. ლიტვინენკო კი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტზე დანიშნა, რომელსაც დანილოვი იკავებდა.

 

Advertisement