ზელენსკი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ცის დაცვა გაძლიერდება საჰაერო თავდაცვის ორი სისტემით


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა დნეპროპეტროვსკის რეგიონში საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას გეგმავს. იქ დამონტაჟდება NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქის თემებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მან მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა დნეპროპეტროვსკის ოლქის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ, ეს არის რთული მისია, რომელზეც მიმდინარეობს მუშაობა.
“და უახლოეს მომავალში, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ რეგიონის გაძლიერებას ორი სისტემით. კონკრეტულ ადგილებს არ ვიტყვი, რადგან ინფორმაცია არ არის საჯარო”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა დნეპროპეტროვსკის რეგიონის თავდაცვის გასაძლიერებლად თვითმფრინავებით, ვერტმფრენებით და საჰაერო თავდაცვის სისტემებით, როგორიცაა NASAMS.
4 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა კრივი-რიჰს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. დაიღუპა ცხრამეტი ადამიანი, მათგან ცხრა ბავშვი იყო.
10 აპრილს, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს დნიპროს. რაკეტა კომპანია Biosphere-ის საწყობებში შეფრინდა. დაიღუპა 42 წლის მამაკაცი, არიან დაშავებულები.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს