Logo

ზელენსკი - დონბასიდან უკან დახევა ომის წაგებას ნიშნავს

უკრაინა
93
Frontnews
ზელენსკი - დონბასიდან უკან დახევა ომის წაგებას ნიშნავს

უკრაინა დონბასის ხარჯზე რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების საკითხს არ განიხილავს, ამან შესაძლოა, ომში დამარცხება გამოიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესზე განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, "დონბასიდან უკან დახევა ეს არის ომის წაგება".

"ვგულისხმობ უკან დახევას არა საბრძოლო მოქმედებების გამო, არამედ თავისთავად გადაწყვეტილების მიღებასა და საკუთარი მიწის დატოვებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ერთი ჰექტარი.

"ვერანაირი უსაფრთხოების გარანტიები ვერასოდეს მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თუ თავად, საკუთარი ნებით დათმე შენი სახელმწიფოს ნაწილი, შემდეგ კიდევ რაღაცის დათმობას არ გაიძულებენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები