ზელენსკი - მიეცით უკრაინას უპირატესობა ცაში და პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება

ავტორი
Frontnews საქართველო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე Starlink-ის გამოყენების უფლება მისცეს, ეს ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას საკუთარი ცის დაცვაში და უზრუნველყოს Starlink-ის საჭირო შესაძლებლობები. მან მაგალითად მოიყვანა ისრაელი, რომელსაც ირანის ცაზე სრული კონტროლი ჰქონდა.
"გახსენით Starlink უკრაინისთვის. თქვენ ხომ გააკეთეთ ეს, არა, როდესაც ირანს პასუხობდით? იქ ყველაფერი მუშაობდა. ისრაელს სრული კონტროლი ჰქონდა ირანის ცაზე. ანუ, როცა გჭირდებათ, ის მუშაობს?“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ამავდროულად, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი Starlink-ის ალტერნატივის შექმნას უახლოვდება, რომელსაც რუსეთს გადასცემს.
მისი თქმით, უკრაინა ამ საფრთხეს პარტნიორებთან განიხილავს, ევროპელებიც ავითარებენ მსგავს სისტემებს და მზად არიან დახმარებისთვის, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ არიან ახლოს სასურველი შედეგის მიღწევასთან.
"და მე ღიად ვთქვი: მოგვეცით, დაგვეხმარეთ ცის დაცვაში და იქ დომინირებაში და შემდეგ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შეერთებულ შტატებს უკვე აქვს საჭირო შესაძლებლობები ასეთი დახმარების გასაწევად.
უკრაინამ Starlink-ის მსგავსი საკუთარი თანამგზავრული სისტემის შექმნის პროცესი უკვე დაიწყო.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




