Logo

ზელენსკი - მოსკოვზე თავდასხმა უკრაინის სრულიად სამართლიანი პასუხია ომის გაჭიანურებას და ჩვენ ქალაქებზე დარტყმებზე

უკრაინა
157
Frontnews image description

17 მაისს მოსკოვსა და ოლქზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები უკრაინის მხრიდან სრულიად სამართლიანი პასუხია რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებას და უკრაინის ქალაქებსა და თემებზე თავდასხმებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებას და ჩვენს ქალაქებსა და თემებზე თავდასხმებზე სრულიად გამართლებულია. ამჯერად, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა შესაძლებლობებმა მოსკოვის ოლქს მიაღწია და ჩვენ რუსებს ნათლად ვეუბნებით: მათმა ქვეყანამ ომი უნდა დაასრულოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინული დრონების და რაკეტების მწარმოებლები აგრძელებენ მუშაობას.

"მადლობელი ვარ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და მთელი უკრაინის თავდაცვის ძალების სიზუსტისთვის. უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან მანძილი 500 კმ-ზე მეტია. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების კონცენტრაცია მოსკოვის რეგიონში ყველაზე დიდია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამის დაძლევა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

17 მაისის ღამეს, უცნობმა დრონებმა მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს. აფეთქებები ისმოდა ოკუპირებულ ყირიმშიც.

მოსკოვსა და მიმდებარე რეგიონზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზარალდა ისეთი ობიექტები, როგორიცაა ტექნოლოგიური პარკი, ქარხანა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, აეროპორტი და სხვა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში არსებულ რიგ ობიექტებზე, მათ შორის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, ნავთობსაცავს და მიკროელექტრონიკის წარმოების ობიექტზე განხორციელებული დარტყმები დაადასტურა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები