ზელენსკი - მტრის ახალი "სამხედრო დოქტრინის“ საპასუხოდ უკრაინა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს მნიშვნელოვნად გაზრდის

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინა მნიშვნელოვნად გაზრდის რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს მტრის ახალი "სამხედრო დოქტრინის“ საპასუხოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის დაზვერვას აქვს დოკუმენტები, რომლებიც მოსკოვის ახალ გეგმებს ამხელს - პუტინმა თავის ჯარებს ახალი "სამხედრო დოქტრინის" დაცვა უბრძანა, რაც კიევსა და სხვა დიდ ქალაქებზე დამანგრეველი საჰაერო დარტყმების განხორციელებას ითვალისწინებს.
კრემლის მთავარი მიზანია უკრაინელების იძულება, დატოვონ საკუთარი სახლები. რუსეთმა თავისი გეგმის რაც შეიძლება სწრაფად განსახორციელებლად, სულ უფრო მეტ სამოქალაქო სამიზნეზე თავდასხმა დაიწყო.
„ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი მათ საშუალებას აძლევენ, თავს დაესხნენ ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკას, გზებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რათა ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე, დატოვონ დედაქალაქი, დატოვონ სხვადასხვა ქალაქი. ეს არის მათი მიზანი. ჩვენ მათ უნდა ვუპასუხოთ ნებისმიერი გზით, რომელიც შეგვიძლია. ჩვენს ენერგეტიკაზე მათი თავდასხმების საპასუხოდ, ჩვენ მათ ენერგეტიკაზე უნდა მივიტანოთ დარტყმები. უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე: რაც აძლევს მათ ფულს ამ ომისთვის. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავარტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ისინი შვრებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პუტინს სურს ძლიერი გამოჩნდეს იმ დროს, როდესაც მისი არმია ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან რეგიონში პოზიციებს კარგავს და კოლოსალურ დანაკარგებს განიცდის.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




