Logo

ზელენსკი - "ნეპტუნის" მიერ განადგურებული სუ-34-ები უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებოდნენ

უკრაინა
550
Frontnews
ზელენსკი - "ნეპტუნის" მიერ განადგურებული სუ-34-ები უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებოდნენ

"ბორისოგლებსკის" რუსულ აეროდრომზე უკრაინული "ნეპტუნის“ მიერ განადგურებული ბომბდამშენები უკრაინის წინააღმდეგ ახალი დარტყმებისთვის ემზადებოდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად განადგურდა ოთხი სუ-34 ტიპის თვითმფრინავი, დაზიანდა კიდევ ორი.

"რუსები მათ ჩვენი ხალხის დასატერორებლად იყენებდნენ. სწორედ ეს თვითმფრინავები იყვნენ მზად უკრაინაზე ახალი დარტყმებისთვის და ბომბებით იყვნენ შეიარაღებული. სამიზნის წინააღმდეგ ჩვენი შორი მოქმედების რაკეტა "ნეპტუნი“ იქნა გამოყენებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დარტყმები განხორციელდა ორლოვის რეგიონში დამრტყმელი დრონების შენახვისა და გაშვების ადგილებზეც. სამიზნე განადგურებულია შავ ზღვაშიც.

"ეს არის ჩვენი სამართლიანი პასუხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველა ტერორზე. რუსეთი ომს აჭიანურებს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გრძელვადიანი ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

15 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის საზღვაო ძალებმა ვორონეჟის ოლქში მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომ „ბორისოგლებსკზე“ მასშტაბური იერიში მიიტანეს. ნეპტუნის სანაპირო თავდაცვის სარაკეტო სისტემით განხორციელებული დარტყმის შედეგად, მწყობრიდან გამოვიდა (განადგურდა ან დაზიანდა) რუსული საჰაერო ძალების ექვსი სუ-34 ტიპის ბომბდამშენი. განადგურდა თვითმფრინავების ოპერაციების მხარდამჭერი სპეციალური აღჭურვილობაც. აეროდრომის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი და განმეორებითი აფეთქებები დაფიქსირდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები