Logo

ზელენსკი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოქტომბერში მტერს რეკორდული დანაკარგები მიაყენა და იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა დაიკავა

უკრაინა
123
Frontnews
ზელენსკი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოქტომბერში მტერს რეკორდული დანაკარგები მიაყენა და იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა, ვიდრე რუსეთმა დაიკავა

ოქტომბერში უკრაინელმა სამხედროებმა იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს, ვიდრე რუსებმა მიიტაცეს, რუსეთის არმიის დანაკარგებმა კი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რეკორდულ დონეს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბრის განმავლობაში რუსულმა არმიამ 54 400 სამხედრო დაკარგა დაღუპულებისა და მძიმედ დაჭრილების სახით. ეს არის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე.

რეკორდული აღმოჩნდა რუსული ჯარების დღიური დანაკარგებიც. კერძოდ, 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ 2 250 სამხედრო დაკარგა (მოკლული და დაჭრილი).

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამავდროულად, უკრაინელი დამცველები აგრძელებდნენ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას. ოქტომბერში თავდაცვის ძალებმა 96.2 კვადრატული კილომეტრი უკრაინული მიწა გაათავისუფლეს. ეს 10.4 კვადრატული კილომეტრით მეტია იმაზე, რაც რუსულმა ჯარებმა იმავე პერიოდში დაიკავეს.

ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

"რუსეთი დანაკარგებს განიცდის, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ომის ყოველი დღე აგრესორს მაქსიმალურად ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთისთვის საკმარისია აირჩიოს ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები