ზელენსკი - Patriot-ის რაკეტების მოწოდება აუცილებელია, უკრაინა მზადაა მათ შესაძენად

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს კიევში ტრამპის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელოგს შეხვდა.
"შევხვდი გენერალ კიტ კელოგს, რომელიც ოდესიდან კიევში ჩამოვიდა ჩვენს ვეტერანთა ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. მადლობას ვუხდი უკრაინელი ჯარისკაცების ამ პატივისცემისთვის, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ უკრაინას და მთელ ევროატლანტიკურ რეგიონს უკიდურესად რთულ პირობებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, განიხილეს რუსული დარტყმების ზრდა ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანტიბალისტიკური რაკეტები მთავარი პრიორიტეტია.
"გენერალს ვაცნობე ევროპელებთან ჩვენი მუშაობის შესახებ ანტიბალისტიკური რაკეტების სისტემის შემუშავებაზე, თუმცა ზამთრის პერიოდის გასამკლავებლად, Patriot-ის სისტემებისთვის საზენიტო რაკეტების მიწოდებას ალტერნატივა არ გააჩნია, უკრაინა მზადაა მათ შესაძენად და ამ მიმართულებით ნებისმიერი ძალისხმევა მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.





