
ავტორი
Front News საქართველო
რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის ახლო წრეში არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის განზრახვას, დაასრულოს ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინიდან რეგულარული თავდასხმების ფონზე რუსეთში ბენზინის კრიზისი ღრმავდება. ასე პასუხობენ უკრაინელი ჯარისკაცები პუტინის სურვილის არქონას ომის დასრულების მიმართ.
"ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ როგორ მივაღწიოთ მშვიდობას. ჩვენ გვაქვს მშვიდობის მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არამედ პუტინის უახლოესი გარემოცვის მხრიდანაც. მათ ესმით, რა ხდება და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მშვიდობის საჭიროების შესახებ ასეთი აღქმა რუსეთში კიდევ უფრო გაიზრდება.
მისივე თქმით, უკრაინის შორ მანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს, ასევე უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სამიზნეებს მიაღწია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს