
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან რაიმე მოლაპარაკების გამართვის სურვილი ქრება ყველა ქალაქში, სადაც რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა უკრაინული მხარე კვლავ მზადაა სასაუბროდ.
“ყოველი ახალ ბუჩათი, ყოველი ახალი მარიუპოლით, ყოველი ახალი ქალაქით, სადაც ათეულობით გარდაცვლილი ადამიანია, გაუპატიურების შემთხვევებია, ყოველი ახალი სისასტიკით, ქრება მოლაპარაკებების სურვილი და შესაძლებლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წესით ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რომ უკრაინა მზად არის მოლაპარაკებებისთვის და აღნიშნა, რომ მას სურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ომის დასრულებამდე.
“როგორც კი ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც გვეკუთვნის, ამას დავასრულებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს