ზელენსკი რომის პაპის დაკრძალვაზე ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად რომში ჩავიდა. ის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა წარმოდგენილი იქნება პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე, მაშინაც კი, თუ ის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ვერ დაესწრება.
რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასასწრებად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მეუღლეც ჩავიდნენ. ვიზიტამდე ტრამპმა ივარაუდა, რომ “შესაძლოა”, რომში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდეს.
21 აპრილს, 88 წლის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა. ის წმინდა საყდარს 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა.
პაპის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს