ზელენსკი - რუსები უკრაინელებზე თავდასხმებისთვის სრულ პასუხს მიიღებენ

ავტორი
Front News საქართველო
რუსები ისევე იგრძნობენ ომს უკრაინაში, როგორც ახლა ყველა უკრაინელი გრძნობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა რეაგირებს რუსეთის თავდასხმებზე, მაგრამ ჯერ არ გააჩნია იმდენი რესურსი, რამდენიც მტერს.
ამავდროულად, ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინა საკმარის რაკეტებსა და დრონებს გამოუშვებს რუსეთის თავდასხმებზე სრულად რეაგირებისთვის.
"რუსეთი ხვდება, რომ თუ დღეში 600 დრონი და რაკეტა იქნება, ისინი ამ ომს ისევე იგრძნობენ, როგორც ჩვენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




