ზელენსკი – რუსეთმა კურსკში კონტრშეტევა დაიწყო, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვითაა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციამ დაიწყო კონტრშეტევითი მოქმედებები კურსკის რეგიონში, თუმცა ის უკრაინული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევითი მოქმედებები, ყველაფერი მიდის ჩვენი, უკრაინული გეგმის მიხედვით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე გამოეხმაურა ინფორმაცია ბელარუსის სამხედრო პერსონალის კონცენტრაციის შესახებ უკრაინის საზღვართან.
“ბელარუსთან დაკავშირებით, ვნახეთ მობილიზება. დიდი ხნის წინ ვნახეთ. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის ოლქში თვეზე მეტია, მიმდინარეობს. 27 აგვისტოს მდგომარეობით ცნობილი იყო, რომ კონტროლის ქვეშ იყო 1300 კვადრატული კილომეტრი და 100-მდე დასახლებული პუნქტი. 600-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა.
შეიქმნა სამხედრო კომენდატურა, რომელსაც გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი ხელმძღვანელობს. მოგვიანებით, სახმელეთო ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო სამეთაურო ოფისი უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას კურსკის რეგიონში და ყოვლისმომცველ დახმარებას უწევს ადგილობრივ მოსახლეობას.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


