
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 44 დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, დარტყმა მძიმე იყო. რუსეთმა გამოიყენა: 24 ბალისტიკური რაკეტა; 4 "ცირკონის" და "ონიქსის“ ტიპის რაკეტა; 115 დრონი, რომელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა რეაქტიული იყო.
ზელენსკის თქმით, თავდასხმის მთავარი სამიზნე სამოქალაქო საწყობები იყო. მტერმა ასევე დაბომბა ინფრასტრუქტურა და რკინიგზის სადგური. ომთან კავშირში არმყოფ ობიექტებს შორისაა ლუდსახარში კომპანია, სამშენებლო მასალების საწყობები და სამოქალაქო ლოგისტიკა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბალისტიკური რაკეტების ჩამჭრელებს შეეძლოთ მსხვერპლთა სიცოცხლის გადარჩენა. მან მოუწოდა პარტნიორებს, გააცნობიერონ, რომ რაკეტების მიწოდების შეფერხება ან ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდების სურვილის არქონა სწორედ ის არის, რაც ასეთ საშინელ მსხვერპლსა და ნგრევას იწვევს.
მისივე თქმით, რუსული ბალისტიკური წარმოების ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ არ ექვემდებარება სანქციებს და პარტნიორებს, რომლებიც არ არიან მზად, უფრო აქტიურად დაეხმარონ ინტერცეპტორების მიწოდებაში, შეუძლიათ, უკრაინას სანქციებით დაუჭირონ მხარი.
ზელენსკიმ მოუწოდა G7-ს, ევროკავშირს და ყველას, ვინც მხარს უჭერს სიცოცხლის დაცვას, მიიღონ ახალი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები.
5 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევსა და კიევის ოლქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს