ზელენსკი – რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა არის ამ ომის სამართლიანი დასასრულის ერთ-ერთი გასაღები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შესაძლებლობა, ჩამოაგდოს რუსული გამანადგურებელი, რუსეთთან ომის სამართლიანი დასრულების ერთ-ერთი გასაღებია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ამ კვირაში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რამდენად ეფექტურია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. და არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების დასაცავად რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტებისგან, არამედ ფრონტზე მუშაობისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსული სუ-34-ების ჩამოგდების შესაძლებლობა ომის დასრულების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.
”რუსული გამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა არის ამ ომის დასრულების, სამართლიანი დასასრულის ერთ-ერთი გასაღები. და მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, რომლებიც უკვე გვეხმარებიან ამაში და რომლებიც ემზადებიან მხარდაჭერის შესაბამისი ნაბიჯებისთვის მომავალ წელს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს