ზელენსკი – სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა


ავტორი
Front News საქართველო
სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა, შემდეგ შესაძლებელი იქნება ომის დასრულების გამოსავლის ძიება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს მინისტრებს ვესაუბრე – ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები ჩვენი სტუმრები იყვნენ. უპირველეს ყოვლისა, ევროპაში ჩვენს ურთიერთქმედებას და მხარდაჭერაზე. მინდა მადლობა გადავუხადო მათ უკრაინას მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, მან ლუქსემბურგის მინისტრებთან ასევე ისაუბრა დიპლომატიაზე, სრული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე, „უპირობოდ და საკმარისი ვადით – მინიმუმ 30 დღით“.
„ჩვენ უნდა შევაჩეროთ დარტყმები, შევაჩეროთ მკვლელობები და შემდეგ გამოსავალი მოლაპარაკებებში ვეძიოთ. ჩვენ მზად ვართ საუბრის ნებისმიერი ფორმატისთვის. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დარტყმები და ომი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს