ზელენსკი - Starlink-ის კავშირი ფრონტზე საჭირო სიჩქარემდე აღდგა

ავტორი
Frontnews საქართველო
უკრაინაში თანამგზავრული სისტემების Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობის სიჩქარე იმ დონემდე აღდგა, რაც შეზღუდვების დაწესებამდე იყო. ეს მნიშვნელოვანია ფრონტის ლოგისტიკის უზრუნველყოფისა და რეაქტიული დარტყმითი დრონებისგან თავდაცვისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, აღდგენის პროცესი ღამით დაიწყო, დილით კი კავშირის სიჩქარე თანამგზავრული კავშირის გამოსაყენებლად საკმარისი გახდა.
"დღეს ყველაზე მთავარი: აღდგა Starlink-ისა და Starshield-ის მუშაობა იმ სიჩქარით, რაც ყველა ამ შეზღუდვამდე იყო. ახლა სიჩქარე ისეთია, როგორიც ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სისტემების მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინელი სამხედროებისთვის. კერძოდ, სტაბილური თანამგზავრული კავშირი აუცილებელია ფრონტის ლოგისტიკისა და უკრაინის რეაქტიული „შაჰედებისგან“ დასაცავად.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელებს და უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც სიტუაციას სერიოზულად მოეკიდნენ და მის გადაჭრაში დაეხმარნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა აშშ-ის კონგრესმენების, სენატორების, მედიის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის პრეზიდენტის როლი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




