
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა სტაბილურად ანეიტრალებს ოკუპანტებს სხვადასხვა ტიპის დრონების გამოყენებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ივლისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის ხაზზე 30 272 რუსი სამხედრო გაანადგურეს და უფრო მეტიც, ეს მაჩვენებელი დრონების გამოყენებით იქნა მიღწეული.
"ესენი არიან დაღუპულები და მძიმედ დაჭრილები. და ეს მხოლოდ ისაა, რასაც ვიდეო დადასტურება აქვს. ასე რომ, ფრონტზე ტენდენცია უცვლელი რჩება. რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 30 000 ჯარისკაცს კარგავს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ყველა დანაყოფს კიდევ უფრო მეტი დრონი ექნება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს