Logo

ზელენსკი - წარმატებული დარტყმა განახორციელა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე, განადგურებულია სამი რუსული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი

უკრაინა
71
Frontnews
ზელენსკი - წარმატებული დარტყმა განახორციელა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე, განადგურებულია სამი რუსული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი

გასულ ღამეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე ძლიერი დარტყმები განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებით გაანადგურა სამი რუსული თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი.

"უსაფრთხოების სამსახურმა წარმატებული დარტყმა განახორციელა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე - დადასტურდა ერთი  An-12 ტიპის თვითმფრინავის, ორი An-26-ის და კიდევ სამი ვერტმფრენის განადგურება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, გასულ ღამეს ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, იაროსლავის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე ახალი დარტყმები განხორციელდა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა შავ ზღვაში მიღწეული კარგი შედეგები, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

"მადლობას ვუხდი ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ომს რუსეთისთვის ყოველდღიურად ხელშესახებს ხდიან... ჩვენ ყოველდღიურად ვპასუხობთ აგრესიას. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები