Logo

ზელენსკი - უკრაინა აზერბაიჯანში სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

უკრაინა
277
Frontnews image description

უკრაინა მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი აზერბაიჯანში გამართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ (ალიევთან) განვიხილეთ უკრაინისთვის სამშვიდობო ძალისხმევა. უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა იპოვოს ძალა, რათა დაასრულოს ეს უსამართლო ომი", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა დიდად აფასებს პარტნიორების როლს მოლაპარაკებების პროცესში შუამავლობაში.

"მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს გავუზიარე მზადყოფნა, რომ ჩვენ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ასეთი მოლაპარაკებები გვქონდა თურქეთსა და შვეიცარიაში. მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებებისთვის აზერბაიჯანში, თუ რუსეთი მზად იქნება დიპლომატიისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მან ილჰამ ალიევს ომის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ზელენსკის თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექვს დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლის დეტალებზეც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები